ვლადიმირ ზელენსკი – აშშ-ის პრეზიდენტთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი მქონდა, შევთანხმდით სამომავლოდ ერთობლივ ქმედებებზე


  • აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ხანგრძლივი სატელეფონო საუბრისას განხილული იყო უკრაინის გარშემო ვითარების დეესკალაციისკენ მიმართული ძალისხმევა, ასევე უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა.

„მქონდა ხანგრძლივი საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან. განვიხილეთ დეესკალაციის ბოლო დიპლომატიური ძალისხმევა და შევთანხმდით სამომავლოდ ერთობლივ ქმედებებზე. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ბაიდენს მიმდინარე სამხედრო დახმარებისთვის. ასევე განვიხილეთ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები“, – წერს ვლადიმირ ზელენსკი.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!