- მერის პირველი მოადგილის გიგა ფარულავას გადადგომასთან დაკავშირებით ზუგდიდის მერია განცხადებას ავრცელებს:
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ისეთი კომპეტენტური და საიმედო კადრის წასვლა, როგორიც გიგა ფარულავაა დიდი დანაკლისია. ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას და წარმატებებს ვუსრვებთ”.-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.