ვის და რა ოპერაცია გაუკეთა ბავშვობაში ციალა მიქავამ?


ციალა მიქავას, სანუსის ექიმნევროპათოლოგს, ზუგდიდელები კარგად იცნობენ . დიდია მისი მადლიერი პაციენტების რიცხვი. წარმოშობით წალენჯიხელია, დაამთავრა ქ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. ცხოვრობს და მოღვაწეობს ზუგდიდში.

 -დავაზუსტებ, ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დავიწყე ჩემს მშობლიურ წალენჯიხაში. შემდეგ 5-6 წელი ვიმუშავე ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში თერაპევტად. ბედიც ხობელ ნოდარ თოდუას დავუკავშირე. მალე მუშაობა დავიწყე ქ. ზუგდიდის მოზრდილთა პოლიკლინიკაში და ოჯახით, საცხოვრებლად, ზუგდიდში გადმოვედით. 20 წელი ვიმუშავე თერაპევტად. 3 წელია სამედიცინო ცენტრ „თანაზიარში“ და ექიმთა სახლ „სანუსში“ როგორც ნერვოპათოლოგი ვემსახურები პაციენტებს.

– რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ექიმობა?
– ერთხელ, ჩემს ბავშვობაში, სახლში ინდაური გაგვიხდა ცუდად. დედა სხვაგან მიდიოდა და დამიბარა, თუ მოკვდა ინდაური, გადააგდეო. მე-4 კლასელი ვარ, დავინტერესდი, გავსინჯე ინდაური. ჩიჩაყვში რაღაც სიმაგრე მომხვდა ხელში, გადავწყვიტე, გამეკეთებინა „ოპერაცია“. მოვიტანე არაყი, „ბრიტვა”, ნემსი, ძაფი და შევუდექი საქმეს. თურმე ინდაურს გადაუყლაპავს ქათმის კუჭი და ვერ ინელებდა. ამოვუღე, გავუწმინდე, ამოვკერე ჩიჩაყვი და ერთ საათში ინდაურმა ჭამა დაიწყო. დედა გახარებულიც იყო და გაკვირვებულიც – რა გაგიკეთებიაო, -ფაქტიურად, ჯანმრთელი ინდაური დავახვედრე. ასე დაიწყო ბავშვობიდან ნატვრა იმისა, რომ ვყოფილვიყავი ექიმი, მაგრამ ჩემს ფიქრს არ ვამხელდი. დედამ ოთხი შვილი დიდი წვალებით გაგვზარდა. მამაჩემი ტერენტი მიქავა სამამულო ომის ქარ-ცეცხლიდან არ დაბრუნებულა. მე მაინც გავიტანე ჩემი, – წარმატებით ჩავაბარე გამოცდები სამედიცინო ინსტიტუტში. არავის არ სჯეროდა, რომ ჩავირიცხე, მოულოდნელი იყო ყველასთვის.
– ქალბატონო ციალა, თქვენ მოღვაწეობთ წარმატებულ სამედიცინო ცენტრებში.
– “სანუსიც” და “თანაზიარიც” გამორჩეული სამედიცინო ცენტრები არიან კარგი ექიმებით და ზოგადად კარგი კოლექტივით, ძალიან კარგი ლაბორატორიული კაბინეტებით. ორივეგან არაჩვეულებრივია სამედიცინო პერსონალის პაციენტებთან დამოკიდებულება.Gგვაქვს თანამედროვე სტილის სამედიცინო ტექნიკა, რენტგენოლოგიური და ექოსკოპიური კაბინეტები.
– თქვენ გიცნობენ როგორც მაღალკვალიფიციურ ნევროპათოლოგს. რაშია თქვენი წარმატების საიდუმლო. ექიმი რა უნარ-ჩვევებით უნდა იყოს გამორჩეული?
– ექიმი აუცილებლად უნდა იყოს თავისი საქმის პროფესიონალი და მიუხედავად ამისა, ყოველღიურად უნდა იმაღლებდეს ცოდნას, ეცნობოდეს დარგის სიახლეებს და რაც მთავარია, უნდა იყოს თბილი, პაციენტების მოყვარული, გულისმხიერი სხვისი ტკივილისა და გასაჭირისადმი.
– საშუალოდ რამდენ პაციენტს ემსახურებით დღეში?
– ადრე 30-40-მდე პაციენტს ვემსაუხრებოდი. ახლა კი, Dშემცირებულია ავადმყოფების მოსვლა, მაგრამ 10-12 პაციენტი მაინც მოდის ყოველდღე.
– რას ურჩევდით ახალბედა ექიმებს?
– ახალბედა ექიმებს ვურჩევდი უყვარდეთ თავიანთი ავადმყოფები. სითბო და მზრუნველობა არ დაიშურონ მათთვის და იმავდროულად იზრუნონ, რომ აიმაღლონ ცოდნის დონე. სამედიცინო პრაქტიკა და ტექნოლოგიები ყოველდღიურად იცვლება და ივსება ახლით.
– ქალბატონო ციალა, ჩვენს მკითხველებს გააცანით თქვენი ოჯახი?
– მეუღლე ნოდარ თოდუა პრფესიით აგრონომია. ამჟამად პენსიონერი გახლავთ. მყავს 2 შვილი ნანა და თემურ თოდუები.
ნანა ჩემი კოლეგაა, ექიმი. სიძე გახლავთ ლაშა გოგია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ვაჟიშვილი თემური _ ეკონომისტია. რძალი, გვანცა თორდია ფარმაცევტია. მყავს 5 შვილიშვილი, ლიზიკო, ელენიკო, ალექსი გოგიები და გიგი და ნია თოდუები. ნია კარგი მოცეკვავეა, “ამომავალი ვარსკვლავის” დიპლომითაა დაჯილდოებული, 5 წლისაა და უკვე 3 – ჯერ გავიდა პირველ ადგილზე საქართველოს მასშტაბით.
– როგორი ბებია ბრძანდებით?
– როგორც ყველა ბებია, მოსიყვარულე და თბილი. ჩემს პატარებზე ამომდის მზე და მთვარე. სხვათაშორის, მათაც უყვართ ბებია.
თქვენი ზოდიაქოს ნიშანი?
– ვერძი ვარ, არასოდეს არ ვიღლები, ბრძოლის უნარი მაქვს. 15 აპრილს, სიყვარულის დღეს ვარ დაბადებული.
– რას უსურვებდით ზუგდიდელებს?
– მშვიდობას, ერთმანეთის სიყვარულს.
როზა როგავა

ფოტოებზე: ციალა მიქავა, ციალა მიქავას მეუღლე, ვაჟიშვილი, რძალი, ქალიშვილი, სიძე და შვილიშვილები


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!