ბათუმელი ნორჩი მხატვრების გამოფენა


დღეს, არტგალერეაში  გაიხსნა  ნიკოლოზ  კანდელაკის სახელობის  ბათუმის სამხატვრო სკოლის  მოსწავლეთა  და აჭარის  მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. ნამუშევრების დათვალიერება ზუგდიდელებს დღის ბოლომდე შეეძლებათ. “დღეს ბათუმიდან ზუგდიდიში რამდენიმე ნორჩი მხატვარია ჩამოსული. სავაუდოდ, ისინი პირველად არიან  ჩვენთან. დაათვალიერებენ დადიანების სასახლეს. ძალიან სასიამოვნოა რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.  იგეგმება ჩვენი სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ანალოგიური გამოფენა ბათუმში და იმედია, ეს კავშირები წაადგებათ მათ.”- უთხრა “ზუგდიდელები.გე”-ს ქალაქ ზუგდიდის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა ხათუნა დარასელიამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!