ვინ დაეხმარება 6 შვილის დედას?


სოციალურად დაუცველი, ექვსი შვილის დედა, ქალბატონი ტასო აკობია, თეთრი გიორგის ქუჩაზე, ორსართულიან ამორტიზირებულ სახლში, ორი წელია ცხოვრობს. მრავალშვილიან ოჯახს სახლი ფონდმა „იავნანამ’’ შეუძინა.

სახლში სამი ოთახი   ფუნქციონირებს მხოლოდ. ოთახებში სადაც მცირეწლოვან ბავშვებს სძინავთ ფანჯრებს მინა არ აქვთ, იატაკი და კარები დამპალია. კედლები გაბზარულია და ბათქაში სცვივა. სინესტეა. ოჯახისთვის  დიდ პრობლემას წარმოადგენს  სველი წერტილის არ ქონა. ამის გამო, ოჯახის დიასახლისი ტასო აკობია, ბავშვებს, მეზობელთან, ან დედასთან ბანს.  მათი შემოსავალი თვეში 410 ლარია, რომელიც სოციალური დახმარებიდან ერიცხებათ და თვიდან თვემდე ცდილობენ იმყოფინონ საკვებისთვის. ოჯახის უფროსი ყოფილი პრობაციონერი ვარაზ კოკაია გახლავთ, რომელიც, ამჟამად საქართველოში არ  იმყოფება. ქალბატონი ტასო პროფესიით სტომატოლოგია, მაგრამ ამ პროფილით არასდროს უმუშავია. 18 წლისამ შექმნა ოჯახი და  როგორც თვითონ ამბობს, მთელი ცხოვრება ბავშვებზე ზრუნვას შეალია, ამჟამად 40 წლის გახლავთ და ყოველდღე ცდილობს 12 წლს მზიას, 11 წლის რევაზს, 9 წლის ვარაზს, 6 წლის  რამაზს, სკოლიდან დაბრუნებულებს, თბილი სადილი დაახვედროს.  რაც შეეხება, ოჯახის პატარა წევრებს, 4 წლის თინას და 5 წლის ტაზოს ისინი ბაღში დადიან.  4 წლის თინა ხშირად ავადმყოფობს. ამიტომ ძირითადად სახლშია,  ბავშვს  სამკურნალოდ მედიკამენტები სჭირდება, მაგრამ წამლების შეძენის  შესაძლებლობა ოჯახს არ გააჩნია. ტასომ, ზამთრისთვის,  შეშა ვალად შეიძინა, –  თვის ბოლომდე  უნდა გადაიხდოს.

ტასო აკობია: „წლების განმავლობაში, ოჯახთან, მეუღლესთან ერთად, რუსეთში ვცხოვრობდი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, დავბრუნდით ზუგდიდში. მე ადგილობრივი ვარ, მეუღლე დევნილია, ოჩამჩირიდან. მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „იავნანას’’ გულისხმიერებისათვის. ისინი ძალიან მძიმე და რთულ მდგომარეობაში დაგვიდგნენ გვერდში. ჩვენი მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ, ქალაქში ყველამ იცის. სახლში ბატონი მერაბ ქვარაია იმყოფებოდა და დახმარებას დაგვპირდა, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა.  სახლი სასწრაფოდ რეაბილიტაციას საჭიროებს, თქვენც ხომ ხედავთ აქ როგორი სიტუაციაა.  დახმარებისთვის ქალაქის მერიას მივმართე, მაგრამ მათ განმიცხადეს, რომ სახლის რეაბილიტაციისთვის  ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ აქვთ. მითხრეს, რომ სამშენებლო მასალებს მოგცემთო და მუშები შენ უნდა დაიქირავოო, რისი შესაძლებლობაც მე არ მაქვს. მუშები თუ დავიქირავე, მაშინ, ერთი თვე, ბავშვებს საჭმელი არ უნდა ვაჭამო. თუ რეაბილიტაციას ვერ ახერხებენ, ორი ოთახი გამიწებონ და სველი წერტილები მოაწესრიგონ. მეტს არაფერს ვითხოვ. უფალი ამბობს, ითხოვე და მოგეცემაო, დააკაკუნე და კარებს გაგიღებენო, მაგრამ…  მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ასეთ პირობებში თუ იცხოვრებს ან აცხოვრებენ მათ შვილებს? მე, რომ მუშაობა შემეძლოს, ყველაფერს მე მოვაწესრიგებდი, მაგრამ პატარა სახლში მყავს და მარტო ვერ ვტოვებ. ადრე ჩვენი ცხოვრება სხვანაირი იყო, როცა მეუღლე გვერდში მედგა, არავინ იცის, წინ ვის რა ცხოვრება ელის.’’[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=JjhaRQkvo7s[/embedyt]

ქალბატონი ტასო ამბობს, რომ  სარეცხი მანქანის არ ქონის გამო, ხელით უწევს რეცხვა, რაც დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. „ მეც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მიწყობს ხელს, ცივი წყლით მიწევს ყოველდღიურად გარეთ რეცხვა, ჭიდან  წყლის ამოტანა, რაც სირთულეებთან არის დაკავშირებული.“ ბავშვებს ტანსაცმლებს და სასკოლო ნივთებს ახლობლები ჩუქნიან. ქალბატონი ტასოს თქმით, მათ ოჯახს ძალიან ეხმარება „ წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის”  ხელმძღვანელი სალომე ფაცაცია. სალომემემ ბავშვებს რამდენჯერმე მოუტანა საკვები, თბილი ტანსაცმელი და საჩუქრად კარადა.

ბავშვები მეათე საკარო სკოლაში სწავლობენ და საკმაოდ წარმატებული მოსწავლეები არიან. სკოლის შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დაქვემდებარებულ  დღის ცენტრში მიდიან, სადაც სწავლობენ  და სხვადასხვა მასტერ კლასებით არიან დაკავებულნი.

„მე დედისერთა ვარ, ყოველთვის მინდოდა ჩემს შვილებს ბევრი და- ძმა ყოლოდა. ძალიან კარგი ბაშვები არიან, სწავლა უყვართ, მონდომებულები არიან. მათ ძალიან ბვრჯერ მისაყვედურეს იმის, გამო, რომ ასეთ მოუწესრიგებელ სახლში მეგობრები ვერ მოჰყავთ.”

ქალბატონ ტასოს თხოვნით, ჩვენ ბაშვებისთვის არ გადაგვიღია, რადგან დედას განუცხადეს, სკოლაში ბავშვები დაგვცინებენ და გვეტყვიან ასეთ სახლში როგორ ცხოვრობთო, მაგრამ ბავშვები პირად საუბრებში ამბობენ, რომ მათ სჯერათ კეთილი ადამიანების, რომლებიც მათ ოჯახს დაეხმარებიან. საახალწლო სურვილებიც აქვთ, ნაკლებად სჯერათ სანტა კლაუსის არსებობის, მაგრამ მზიას ოცნებაა, სასკოლო ნივთები და ახალი ტელეფონი ჰქონდეს,  რევაზს, ვარაზს,  თინას და ტაზოს სურვილია ახალ წელს ახალ სახლში შეხვდნენ.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!