- ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს გადარჩენილი და-ძმის მდგომარეობა სტაბილურია.
მედიასთნ საუბარში, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ, აღნიშნა, რომ არასრულწლოვნებს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინფორმაციისთვის: ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე გაჩნდა.