ზუგდიდში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა


  • ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე გაჩნდა.  

სახლში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფთან ერთად მობილიზებული იყო პოლიცია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

9 + one =

Akismet ანტისპამი