ეტი მესხია ახალი ლექსებით “გულების ოთახში”


ზუგდიდის მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა ორგანიზაციამ „ოდაბადე’’, პროექტის „ახალი სახეების’’ შეხვედრა გაიმართა სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის „ახალი „სარკმელის’’ „გულების ოთახში’’.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Z2T6mEfeEP0[/embedyt] ამჯერად, პროექტის ფარგლებში, აუდიტორიის წინაშე წარსდგა მეათე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ეტი მესხია, რომელმაც თავისი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი და პროზაული ნაწარმოები წაიკითხა.

შეხვედრას მუსიკალურად აფორმებდა მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის ხალხური სიმღერებისა და საკრავების სტუდია.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ნორჩი შემოქმედის ეტი მესხიას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია თოდუა. თავისი ახალი ლექსით მიმართა საზოგადოებას „ახალი სახეების’’ პირველი კრებულის ერთერთი ნაწარმოების ავტორმა ივდო ოტობარმა.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!