“იმ ადამიანების შრომაა დასაფასებელი, რომლებიც ქალაქის ტერიტორიებს ასუფთავებენ”


ზუგდიდი სუფთა ქალაქი, რომ იყოს საზოგადოების მხარდაჭერა, თანადგომა და იმ ადამიანების შრომაა დასაფასებელი, რომლებიც  ქალაქის ტერიტორიებს ასუფთავებენ,-ამბობენ „ზუგდიდელებთან’’ ჩვენი თანაქალაქელები.  ისინი აღნიშნავენ, რომ „ზუგდიდასუფთავების“ სამსახურის მუშაობით კმაყოფილნი არიან, მაგრამ მათ მუშაობას  საზოგადოებამაც უნდა შეუწყოს ხელი.

 „ევროპაში შესვლა გვინდა და ასეთ უმსგავსო საქციელს, რომელი ევროპელი ჩაიდენს? ხომ ხედავთ, ბულვარში  ნაგვის ურნა როგორ იწვის, ეს საზოგადოების უყურადღებობისა და დაუდევრობის ბრალია. ეს უკვე მერამდენედ ხდება.  ადამიანები ისე აუვლიან და ჩაუვლიან გვერდს, თითქოს არაფერი. ადამიანებს  შენიშვნასაც ვერ მისცემ ისეთი გაღიზიანებულები დადიან“.- გვითხრა ერთ-ერთმა რესპოდენტმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა.

თეა როგავა, 33 წლის, დიასახლისი: „ზუგდიდასუფთავების’’ სამსახური ჩვენს ქალაქში ყველაზე კარგად მუშაობს. დღის ნებისმიერ დროს შეხვდებით მუშა ჯგუფებს, რომლებიც ასუფთავებენ ქალაქის ტერიტორიებს. ამ ადამიანების ღვაწლი დაუფასებელია, ჩემი სურვილი იქნება ჩვენც თუ შევუწყობთ მათ შრომას ხელს. მე მინდა ჩემს თანაქალაქელებს მივმართო, გავუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს და ერთად ვიზრუნოთ მასზე’’

ნინელი ჯალაღონია, 66 წლის, კონდიტერი: „სისუფთავის მხრივ თბილისს ზუგდიდი ბევრად  ჯობია. მიმოიხედეთ ირგლივ, რა სისუფთავე სუფევს. დღის განმავლობაში, ქალაქში, უამრავი ნაგავი იყრება, მაგრამ „ზუგდიდასუფთავების’’ სამსახურის წარმომადგენლები დროულად, ოპერატიულად ასუფთავებენ ტერიტორიებს. გვქონია პრაქტიკაში, როდესაც ბავშვებსგაუფუჭებიათგაზონი, ან დაუყრიათნაგავი, ქუჩაში შენიშვნა მიგვიცია და დაყრილი ნაგავიც დაგვისუფთავებია, მაგრამ ბავშვი პატარაობიდანვე უნდა შევაჩვიოთ გარემოზე ზრუნვას. ჩვენი ქალაქის მოვლა- პატრონობას ნუ დავაკისრებთ  მხოლოდ დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს, მათთან ერთად, ჩვენც უნდა ავიღოთ გარკვეული პასუხისმგებლობა’’

რომან გაბისონია, 61 წლის, იურისტი: „ზუგდიდასუფთავების’’ სამსახურის მუშაობას დადებითად ვაფასებ. ქალაქში სისუფთავეა, სანაგვე ურნები ყოველ ნაბიჯზეა განთავსებული. ბულვარი, სკვერი და პარკი ყოველდღიურად სუფთავდება. დასუფთავებულ ტერიტორიებს გაფრთხილება და ყურადღება სჭირდება, მაგრამ მოსახლეობას ჩვენ ვერ მივუთითებთ, ან ვერ მოვუწოდებთ, რომ მოუარონ და გაუფრთხილდნენ ქალაქის იერ- სახეს, ეს ყველაფერი ადამიანის შინაგან კულტურაზე და აღზრდაზეა დამოკიდებული’’

კლარა გვასალია, 47 წლის, იურისტი: „ზუგდიდასუფთავების’’ მუშაობა ყველგან შესამჩნევია. ქუჩებში, სისუფთავის მხრივ, იდეალური მდგომარეობაა. მე ბუდაპეშტის ქუჩაზე ვცხოვრობ, ჩვენთანაც, ნაგვის მანქანა კვირაში ერთხელ მოდის და დროულად გააქვთ ნაგავი. ამ სამსახურის მიმართარანაირი პრეტენზია და აუგი არ მეთქმის. მინდა აღვნიშნო, რომ დასუფთავების მუშაობას ჩვენი თანაქალაქებიც უწყობენ ხელს, შესამჩნევია, მათი პატივისცემა ქალაქისადმი, ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტი შეიცვალა, ისინი ქაღალდსაც კი ურნაში აგდებენ და არა ქუჩაში’’

ანზორ ჯინჯოლავა, 70 წლის, მძღოლი:„საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ვარ ნამყოფი, მაგრამ ზუგდიდის მსგავსი სუფთა, მოწესრიგებული და მოვლილი ქალაქი არსად მინახავს. უპირველეს ყოვლისა, მინდა  იმ ადამიანებს ვუთხრა მადლობა, რომლებიც ძალ- ღონეს არ იშურებენ ქალაქის მოვლისათვის. ჩვენი მოსახლეობა არ უფრთხილდება მოწესრიგებულ ტერიტორიებს, ყველაფერს ძირს ყრის, მიუხედავად, ქალაქში ყოველ ნაბიჯზე განთავსებული ურნებისა. შენიშვნას როცა მივცემ,მეუბნებიან, მაინც ხომ ასუფთავებენო, რაზეც გული მწყდება ძალიან.’’

რედაქციისგან: შემთხვევითი არ არის, რომ ამასწინათ ჩატარებულ „ზუგდიდობაზე“ საპატიო მოქალაქედ „ზუგდიდდასუფთავბეის ცენტრი“-ს მეეზოვე ზაირა-თამარ სალია აირჩიეს. ქალაქის მერია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სამხარეო გუბერნიის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ გარემოს დაცვის საკითხებს, ამიტომ ჩვენი სტუმრები ხშირად აღნიშნავენ იმას, რაც არის სანიმუშო ამ კუთხით. ჩვენ მომავალშიც ჩავატარებთ საზოგადოებისათვის  ამ მეტად მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიებს.

R


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!