ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი


  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის (02.05-08.05.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 984 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

უწყების ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 112 564 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 101 045, „პისიარ“ ტესტით – 11 519.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 0.66%.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!