ირაკლი ღარიბაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და წარმატებას უსურვებს


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და წარმატებას უსურვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა ეტაპსა და მათ მიერ არჩეულ ახალი ცხოვრების გზაზე.

“ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენგანს ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა ეტაპზე და თქვენ მიერ არჩეულ ახალი ცხოვრების გზაზე. დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას არ დაიშურებთ უკეთესი მომავლის შესაქმნელად. თანამედროვე მსოფლიოს ახალი გამოწვევებისა და სულ უფრო პროგრესული მოთხოვნების პირობებში, სწორედ თქვენნაირი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყნის იმედი. ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა მომავალშიც იზრუნებს, რომ განათლების უკეთესი ხარისხის მიღების შესაძლებლობა და უსაფრთხო მომავალი შეგიქმნათ. აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებას უზრუნველყოფს, ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა, რომ აბიტურიენტებს გარანტირებულად ჰქონდეთ მშვიდი და ხელსაყრელი გარემო. წინასწარ გილოცავთ თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის ღირსეულად გავლას”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!