ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე პრესკონფერენციას მართავს


დღეს, „ე ნ მ-ის“ პარტიის ოფისში,  ზუგდიდის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლელა ქებურიამ დევნილ სოციალურად დაუცველ ნატო კიკალიშვილთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა და ისაუბრა იმ პრობლემაზე, რომელიც დევნილ მოქალაქეს წარმოეშვა საცხოვრებელი ფართის მიღებასთან დაკავშირებით.

 ქებურიას ინფორმაციით, დევნილ მოქალაქეს 2013 წელს სარეიტინგო ქულების შედგენისას შვიდი  ქულა მოუვიდა, მოგვიანებით, 2014 წელს,  როდესაც მოხდა ქულების ხელახლა გადაანგარიშება,  მას შემოსავლების ნაწილში დაუფიქსირდა ექვსი ლარით მეტი შემოსავალი, რის გამოც ქალბატონმა დაკარგა ერთი ქულა და ბინის გარეშე დარჩა. ქებურიას თქმით, ქალბატონმა გამოძიებისთვის პროკურატურას მიმართა, მაგრამ არანაირი შედეგი არ მოყოლია ამ საქმეს.  ქებურია ამბობს: „ დანაშაულებრივი ქმედება იკვეთება ბინის გადაცემასთან დაკავშირებით და ამას მთავრობაც აღიარებს, რადგან საქმე  ძიებაშია.  მან მაგლითად დაასახელა რამდენიმე დღის წინ ბინების განაწილებასთან დაკავშირებით თაღლითური ბრალდებით  დაკავებული  ორი ქალბატონი ნანა შენგელია და მაია ბეჭვაია. „ზუგდიდში არ არის არცერთი  დანაშაულებრივი  ქმედება, სადაც არ ფიგურირებს გუბერნატორი ლევან შონია. თავად   მაია ბეჭვაია  აცხადებს, რომ არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი რამ და ნანა შენგელიასაც იმოწმებს, რომ გუბერნატორი არის მისი ახლო ნათესავი და ქრთამის აღების ნუ შეეშინდება ნურავის, რადგანაც არაერთხელ მომხდარა მსგავსი ქმედება და ამ სქემით ბინის გადაცემა დევნილთათვის“

დევნილი ქალბატონის ნატო კიკალიშვილის თქმით, ექვს ქულიან 32 ოჯახს გადასცეს ორ ოთახიანი  ბინები, ხოლო შვიდ ქულიანები გარეთ დარჩდნენ.  “პროკურატურაში რამდენჯერმე დამიბარეს დაკითხვაზე, მაგრამ არანაირი შედეგი არ მოყოლია”. ის ასევე საუბრობს პოლიტიუკურ ზეწოლაზე, რადგან დაზარალებული მოქალაქის ძმა ზურაბ კიკალიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია.  მისი თქმით, მას ეს წამოაძახა  დევნილთა სამმართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია „ ჩართულობიდან დემოკრატიამდე“ წარმომადგენელმა ქეთინო ჯობავამ , რომელიც მისი თქმით, აქტიურად იყო ჩართული ზუგდიდში ბინების განაწილების  განხილვის პროცესში.

აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად  უარყოფს ქეთინო  ჯობავა.  მან „ზუგდიდელებთან“ საუბარში  აღნიშნა, რომ დევნილ ქალბატონს საერთოდ არ იცნობს, იცნობს ძმას ზვიადს და ერთხელ შეკამათებაც ქონდათ. ქეთინო ჯობავა ამბობს, რომ ის ამ ეტაპზე არ იმყოფება ქალაქში, როგორც კი ჩამოვა, აპირებს ქალბატონ ნატოს ცილისწამებისთვის უჩივლოს.

ლელა ქებურიას ბრალდებაზე განცხადებას გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს პასუხს, სადაც ნათქვამია:  “ეს არის მორიგი სიცრუე, რასაც ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს და ცდილობს საქმიანი იმიჯი შეულახოს გუბერნატორს. ის ბრალდებები, არ ემყარება ფაქტებს და მისი მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. “ნაციონალურ მოძრაობას” არ მოსწონს გუბერნატორი, რომელიც წარმატებულია და რეგონისთვის სასიკეთო საქმეებს აკეთებს, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ისინი სწორედ ლევან შონიას უპირისპირდებიან. მოვუწოდებთ ისაუბრონ ფაქტებით, წინააღმდეგ შემთხევევაში მათი საუბარი მხოლოდ ჭორაობაა, რომელსაც უკვე არავინ ენდობა”.

რაც შეეხება, ზუგდიდში დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელს მანუჩარ ჩილაჩავას, ის ადგილზე არ იმყოფებოდა. სატელეფონო საუბარში მან აღნიშნა, რომ კომენტარს  ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით გააკეთებს, რადგან იმ პერიოდში ის  არ მუშაობდა სამმართველოში. “გავეცნობი საქმის მასალებს და დევნილ მოქალაქეს წერილობით გავუგზავნით პასუხს” – გვითხრა ჩილაჩავამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!