“მოიზღვავე წიგნები”


სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონის “ ორგანიზებით 11 და 12 აგვისტოს ქალაქის ბულვარში  მოეწყო წიგნების გამოფენა- გაყიდვა სახელწოდებით  „მოიზღვავე წიგნები“. მკითხველებს საშუალება ეძლევათ 9 საათიდან 12 საათამდე  მოვიდნენ, დაათვალიერონ და შეიძინონ მათთვის სასურველი ლიტერაურა.

გამოფენაზე წარმოდგენილია თარგმნილი ლიტერატურა, თანამედროვე ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები, კულინარიული  ლიტერატურა და საბავშო წიგნები.

შეხვედრის ორგანიზატორის ზვიად კვარაცხელიას  თქმით, მკითხველებს სთავაზობენ 40-60% -იან ფასდაკლებას წიგნებზე. მსგავსი სახის გამოფენა წარმატებით ჩატარდა ბათუმში. “ღონისძიების მიზანია წიგნი გამოფენილი იყოს ყველგან და ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა სივრცეში. დილიდანვე შეინიშნება აქტიურობა და ვფიქრობ,  რომ ხვალაც მოვა მკითხველი წიგნების შესაძენად, რადგან აქ მრავალფეროვანი ლიტერატურაა გამოფენილი”- განაცხადა კვარაცხელიამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!