ემა გოგოხიასა და მისი ოპერატორის მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 2 პირი ამხილეს


  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 2 პირი ამხილა,- ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და ოპერატორი მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში მდებარე ხე-ტყის გადამამუშავებელი ერთ-ერთი საამქროს ტერიტორიაზე სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ, რა დროსაც ბრალდებულები მათ სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ და ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 26 აგვისტოს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ემა გოგოხია და ოპერატორი ნიკა გვალია მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში მდებარე ხე-ტყის გადამამუშავებელი ერთ-ერთი საამქროს ტერიტორიაზე სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ. რა დროსაც ბრალდებულები „მთავარი არხის“ თანამშრომლებს, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ და ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს.

აღნიშნული ქმედებით, ემა გოგოხიას და ნიკა გვალიას პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალათ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებულ ორივე პირს ბრალდება პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126- მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!