ელემენტი, რომელიც ენერგიას ჩრდილიდან გამოიმუშავებს


  • სინგაპურის ეროვნულ უნივერსიტეტში მკვლევართა გუნდმა შექმნა ხელსაწყო, რომელიც მზის ენერგიის პანელს ძალიან ჰგავს. მისი უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მას ენერგიის წარმოქმნა ჩრდილისგანაც შეუძლია.

ხელსაწყოზე დაცემულ სინათლეს და ჩრდილს შორის მუხტთა სხვადასხვაობა არსებობს. შედეგად, ელექტრონები უფრო მეტად დამუხტული არედან ნაკლებად დამუხტული ზედაპირისკენ მიემართებიან. ხელსაწყო ენერგიას სწორედ ამ ელექტრული ველის გამოყენებით წარმოქმნის.

სინგაპურის უნივერსიტეტში შემუშავებული ჩრდილის ბატარეა ზომაში ძალიან პატარაა — მისი სიგრძე 4 სანტიმეტრია, სიგანე კი 2 სანტიმეტრი. მიუხედავად ამისა, მოწყობილობა 0,25 ვოლტის ენერგიას გამოიმუშავებს და პატარა ელექტრონული ხელსაწყოების (მაგალითად, LED ნათურის ან Smart საათის) დამუხტვა შეუძლია.

მკვლევრების თქმით, მზის ელემენტების ერთი პრობლემა ისაა, რომ ბევრი ადგილი ხშირად დაჩრდილულია. მაგალითად, დიდ ქალაქებში, სადაც სიმჭიდროვე მაღალია, დიდი შენობების და ცათამბჯენის გამო სინათლე დაბალ სახლებამდე ვერ აღწევს. შესაბამისად, მზის ენერგიის პანელების აქ გამოყენება მოუხერხებელია. ასეთ შემთხვევაში მეცნიერები ალტერნატივად ჩრდილის ენერგიას ხედავენ.

კვლევის ხელმძღვანელი, ჩინ ტანი იმედოვნებს, რომ მომავალში ჩრდილის ენერგიას კომერციული გამოყენებაც ექნება


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!