“ამბავი და ლიტერატურა”


დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა საჯარო ლექცია „ამბავი და ლიტერატურა“, რომელსაც უძღვებოდა მწერალი ზვიად კვარაცხელია. მწერალმა სკოლის მოსწავლეებთან და დამსწრე აუდიტორიასთან ერთად, ისაუბრა ცნობილი მწერლების შემოქმედებზე. მოწვეულმა სტუმრებმა მწერალს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე უპასუხა.
ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი სალომე გუგუჩია აცხადებს, რომ ღონისძიების მთავარი მიზანია წიგნიერების პოპულიზაცია. “ჩვენი ახალგზარდული ცენტრი მუშაობს ამ მიმართულებით და ატარებს მსგავს ღონისძიებებს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. პროექტი სამოქალაქო ტოლერანტობის ცნობიერების ინტეგრაციის მხარდაჭერით ხორციელდება“.

მწერალი ზვიად კვარაცხელია ამბობს, რომ “შედეგი არის ხელოვნება, მაგრამ პროცესი ხელობა. ყოველდღიური ძიება აუცილებელია ლიტერატურისთვის და რაც მთავარია ამბავი, რომელიც შეიძლება ჩვეულებრივი იყოს, რაც პრესაში გხვდება, რასაც ჩვენი მეგობრებისგან, ან ოჯახში ვისმენთ, მაგრამ, როდესაც ეს ამბავი ხვდება ნამდვილი მწერლის ხელში, შეიძლება დიდ ლიტერატურულ სინამდვილედ გარდაისახოს“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=YSMIkN1J11M[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!