ევროპარლამენტარები ჰააგის სასამართლოს მოუწოდებენ, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს


  • ევროპარლამენტის დეპუტატები ჰააგის სასამართლოს მოუწოდებენ, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ანგარიშში, რომელიც ევროკავშირისა და ბელარუსის ურთიერთობებს ეხება.

დეპუტატები აცხადებენ, რომ ბელარუსი პასუხისმგებელია იმ ზარალზე, რაც უკრაინას მიადგა ომის გამო და ასევე იმ დანაშაულებზე, რომლებიც უკრაინაში ჩაიდინეს, მათ შორის ბელარუსის რეჟიმის ჩართულობით უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან უკანონოდ გაყვანაზე.

ანგარიშში დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ საჭირო ზომები საერთაშორისო დონეზე, რათა შესაძლებელი გახდეს ბელარუსი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების სამართლებრივი დევნა.

დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა განიხილოს ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების ორდერის გაცემის საკითხიც.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!