ევროკავშირი რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს


  • ევროკავშირი რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს.

„ჩვენ ვკეტავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთის კუთვნილი, რუსეთში რეგისტრირებული ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი თვითმფრინავებისთვის. ისინი ვერ შეძლებენ დაშვებას, აფრენას, ან ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენას, მათ შორის ოლიგარქების პირადი თვითმფრინავები“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ამას გარდა, მისი თქმით, ევროკავშირი დააფინანსებს უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის შესყიდვასა და მიწოდებას.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ევროკავშირი დაეხმარება ორგანიზაციის აღმოსავლეთ წევრებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს იღებენ.

„პრეზიდენტ ზელენსკის სიმამაცე და უკრაინელი ხალხის სიმტკიცე არის შთამაგონებელი ჩვენთვის. ჩვენ გაშლილი ხელებით ვესალმებით ყველას, ვისაც პუტინის ბომბებისგან გაქცევა უწევს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის აღმოსავლელ წევრებს ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მიცემასა და მათზე ზრუნვაში“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!