დღეს ზუგდიდი ემირ ნადარეიშვილს ემშვიდობება


  • ბატონმა ემირმა ქორეოგრაფიის ეპოქა შექმნა ზუგდიდში. მისი შექმნილი “კოლხა” სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი გახდა. ემირ ნადარეიშვილის სახელი იცის ზუგდიდში დიდმა და პატარამ, მისი ენერგიული ნახტომები და შეძახილები ცეცხლს ანთებდა სცენაზეც და კულისებშიც. მისი გაზრდილი თაობები სიამაყით ამბობენ რომ მაესტროს, ემირის კლასი გაიარეს.

დასასრული მზისქვეშეთში აქვს სიცოცხლეს, მაგრამ სახელს შეიძლება ჰქონდეს უკვდავება-ბატონი ემირის საქმეს, დღეს მისი ოჯახი, მემკვიდრე აგრძელებს, მის საქმეს აგრძელებენ მისი აღზრდილებიც. მარადიული ხსოვნა ბატონ ემირს, ადამიანს, ვისითაც არაერთგზის უამაყია მის სამეგრელოს, ზუგდიდს, ოდიშს…

ემირ ნადარეიშვილი იყო დამსახურებული ქორეოგრაფი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის რაინდის ორდენოსანი, ანსამბლ “კოლხას” სამხტვრო ხელმძღვანელი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!