ნინო კვეკვესქირი: ფოტოგრაფია გრძნობების, ემოციების გამოხატვაში გვეხმარება


  • ფოტოგრაფი ნინო კვეკვესქირი 24 წლისაა. დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, პარალელურად გადიოდა კურსებს ფოტოგრაფიაში. ნინო წლებია ცეკვავს ანსამბლ “ჩელაში”.

ახალგაზრდა ფოტოგრაფი “ზუგდიდელებთან” ამბობს: ფოტოხელოვნება შემოქმედებაა, რომელიც ბევრ მიმართულებას მოიცავს. ფოტოგრაფს შეუძლია გადმოსცეს ემოციები, განწყობა, დამოკიდებულება, რაც აწუხებს, ან პირიქით, დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ეს პროფესია, როგორც გრძნობების, ისე ემოციების გამოხატვაში გვეხმარება, ასევე გვიტოვებს ისტორიულ კადრებს.

-ნინო, როდის შემოვიდა შენს ცხოვრებაში ფოტოგრაფია?

-ფოტოგრაფიით გატაცებული თინეიჯერობის ასაკიდან ვიყავი. ხან რას ვიღებდი და ხან რას. ჩემი დაფიქსირებული კადრი ძალიან მოსწონდათ, ამიტომ გადავწყვიტე ამ პროფესიისთვის სერიოზულად მომეკიდა ხელი და შემოსავლის წყაროდ მექცია.

-ყველაზე მეტად რისი გადაღება გიყვარს?

-პორტრეტების და პეიზაჟების გადაღება დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

-როგორც ვიცი, ქორწილებსაც იღებ?

-დიახ. ქორწილებს, წვეულებებს, ბანკეტებს და პერსონალურ ფოტოსესიებს.

-რამდენად მომგებიანია ეს პროფესია?

-ვფიქრობ, საკუთარ თავზეა დამოკიდებული შენი შემოსავალი. რამდენად მუშაობ საკუთარ თავზე და შენი შემოქმედების განახლებაზე. ჩემს სერვისს ბევრი მომმხმარებელი ჰყავს, აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ შემოსავლით უკმაყოფილო არ ვარ.

-პანდემიამ როგორ იმოქმედა შენს პროფესიაზე?

-რა თქმა უნდა, ცუდად. პანდემიამდე, მქონდა ბევრი ღონისძიება ჩანიშნული, ყველაფერი გაუქმდა და ამან დიდი ზარალი მოგვაყენა ჩვენ, ფოტოგრაფებს. მიუხედავად ამისა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მგონია, რომ მსოფლიო ძალიან მალე დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს.

ყველაზე მეტად რა გხიბლავს ფოტოგრაფიაში?
-ნინო, ადამიანების გარკვეულ კატეგორიას არ უყვარს ფოტოს გადაღება, პოზირება. შენი აზრით, რატომ?
-ფოტოგრაფიის გარდა რა გიტაცებს?
-ბავშვობიდან ვცეკვავდი სხვადასხვა ანსამბლში და პარალელურად ვმღეროდი. დიდი ხანია ვცეკვავ ანსამბლ “ჩელაში”. გარკვეული პერიოდი პაუზა მქონდა აღებული, მაგრამ ცეკვის გარეშე, დიდხანს ვერ გავძელი და ისევ დავუბრუნდი ჩემს საყვარელ საქმეს.

 

 

 

 

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!