- ამ წუთებში, ჩვენი წყარო გვატყობოინებს, რომ ზუგდიდის ბაზარში შაქრის დეფიციტია.
შაქრის გამყიდველები, განმარტავენ, რომ მათთმა მომმარაგებლებმა დღეს მოულოდნელად შეწყვიტეს ამ პროდუქტის მიწოდება. ისინი ამბობენ, რომ ადგილობრივი საწყობებიდან იღებდნენ მხოლოდ თითო ტომარა შაქარს, რომელიც მათ უცებ გაეყიდათ, ხოლო საწყობებიდან უარი განუცხადეს შაქრის დამატებითი ოდენობით მიწოდებაზე.
ზოგადად, როგორც გამყიდველები ამბობენ, იგივე მდგომარეობა არის თბილისშიც, საიდანაც ძირითადად მარაგდებოდა ადგილობრივი საწყობები.
ინფორმაციისთვის, დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს.