დღეს, ზუგდიდში, მოსახლეობა ძირითადად საკვებ პროდუქტს ყიდულობდა


  • ქალაქის მარკეტებში ამოწურულია ფქვილისა და ბურღულეულის მარაგი. კარფურის ზუგდიდის ქსელში ბურღულეულის დარჩენილი მარაგიდან მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ უფლება აქვთ შეიძინონ მხოლოდ 5 კილო ბურღულეული და დასძენენ, რომ ხვალ ელოდებიან პროდუქტის შევსებას. მარკეტების ქსელშიც ამოწურულია შაქრის მარაგი. ერთი ტომარა შაქრის ღირებულება 215 ლარი გახდა.

ასევე მოიმატა სიმინდის ფასმაც. დღეს, ზუგდიდის ბაზარში სიმინდი ფასი 30 ლარი იყო. Მცირე იყო რაოდენობაც.

რაც შეეხება სამშენებლო საქონელს, წყარომ გვაცნობა, რომ მას სამეურნეო მასალების გამყიდველებმა უთხრეს, რომ ამ სახის საქონელზე ამ დღეებში მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია. როგორც ისინი ამბობენ, დღეს მოსახლეობა, მომავალი დეფიციტისა და რუსეთი უკრაინის ომის გაჭიანურების შიშით, მარტო საკვებს ყიდულობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!