დღეიდან პირბადის ტარება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება სავალდებულო


  • დღეიდან პირბადის გამოყენება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღაარიბაშვილმა მთავრობის სახდომაზე განაცხადა.

“ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ბატონი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადის სავალდებულო გამოყენება იქნება მხოლოდ დატოვებული სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე, რომ დღეიდან ყველა სხვა რეგულაცია მოიხსნება.

ძალიან სტაბილური სურათი გვაქვს. კოვიდთან დაკავშირებული სიტუაცია დასტაბილურდა. ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ რეგულაციები კიდევ უფრო შევამსუბუქოთ. დღეიდან მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებშიც, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან. დინამიკას დავაკვირდებთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!