დურგალი ქალები სტუმრად “დათო ბაბუას სახელოსნოში”


  • საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი” გაეროს განვითარების ფონდის ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს ,,კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდა ქალების ხელშეწყობა მეწარმეობასა და მშვიდობის მშენებლობაში”.

“ზუგდიდელებთან” საუბრობს, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთის” პროექტი ,,კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდა ქალების ხელშეწყობა მეწარმეობასა და მშვიდობის მშენებლობაში” რეგიონალური კოორდინატორი მაკო ჭკადუა: “პროექტის ფარგლებში, 15 გოგონა ზუგდიდში ეუფლება სხვადასხვა ხელსაქმის ტექნიკას: ქარგვა, პოლიმერიული თიხა და ხეზე კვეთას. ხეზე მომუშავე გოგოები ამსხვრევენ სტერეოტიპებს და ამტკიცებენ, რომ პროფესიას გენდერი არ აქვს და საკმაოდ წარმატებულად ეუფლებიან ამ მიმართულებას.

პროექტის ფარგლებში, ვიმყოფებოდით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში დავით მოსიძესთან, რომელსაც სახლში სახელოსნო აქვს და სხვადასხვა ტიპის ხის სათამაშოებს ამზადებს. ბატონმა დავითმა გამოთქვა სურვილი და ხის ოსტატი (დურგალი) გოგოები მიიპატიჟა წალენჯიხაში, საკუთარ სახლში, “დათო ბაბუას სახელოსნოში” გასვლით მასტერკლასებზე, სადაც ხეზე მომუშავე გოგოები დაეუფლნენ ახალ მიმართულებას – ხის სათამაშოების დამზადებას. ერთობლივად დაამუშავეს და ააწყვეს სათამაშოები და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!