ელენე ხოშტარიამ ზუგდიდში შეხვედრა გამართა


  • დღეს, ზუგდიდში, პარტია „დროას“ ხელმძღვანელმა ელენე ხოშტარიამ სტუდენტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა საჯარო დისკუსია თემაზე – “უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება”.

“დღეს, დავიწყეთ დისკუსიის პროცესი საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან, სტუდენტებთან, არასამთავრებო ორგანიზაციების წევრებთან, ვისაც აწუხებს ოკუპაციის საკითხი. დავიწყეთ საუბარი იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ გვქონდეს ჩამოყალიბებული ხედვა მშვიდობიანი დეოკუპაციის და აფხაზეთთან თანაცხოვრების თემაზე. რა უნდა გავაკეთოთ ეკონომიკური თავალსაზრისით, ჯანდაცვის, განათლების და სხვადასხვა სფეროში, რომ ჩვენ შევძლოთ ხიდების გადება. იმიტომ, რომ დღეს მსოფლიოში იმგვარი ცვლილებებია, რომ ამის შესაძლებლობებს ძალიან მალე მოგვცემს. ამ შესაძლებლობებს უნდა დავხვდეთ მზად. ოპოზიციის ვალია, რომ ამ ვითარებაში კი არ იწუწუნოს, რომ მთავრობა რაღაცას არ აკეთებს, არამედ შექმნას ალტერნატივა, შექმნას ის პირობები, რომელიც ქვეყანას გამოადგება და ეს აუცილებლად, საბოლოო ჯამში, მოიტანს შედეგს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!