- დღეს, პროექტის „დიაბეტის გართულებების ადრეული პრევენციის და მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა“ განმახორციელებლმა გუნდმა სამეგრელოს რეგიონში გამართა პირველ გასვლით შეხვედრა. კერძოდ, პროექტის გუნდი ესტუმრება რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრს „თანაზიარი“, რომელიც შერჩეულ იქნა პარტნიორად სამეგრელოს რეგიონში.
ვიზიტის ფარგლებში, „თანაზიარის“ სამედიცინო ცენტრს გადაეცა აღჭურვილობა, რომელიც ხელს შეუწყობს
დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადების მქონე პაციენტების უკეთეს დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ვიზიტის ფარგლებში, ზუგდიდს ესტუმრა კვალიფიციურ ოფთალმოლოგთა და ენდოკრინოლოგთა ჯგუფი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ქალბატონ ნინო კარანაძის ხელმძღვანელობით. დიაბეტისა და თვალის დაავადებების მქონე პაციენტებს ჩაუტარდებათ უფასო გამოკვლევები და მიეცემათ შესაბამისი დანიშნულებები. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია „დიაბეტის მსოფლიო ფონდისა“ და „ლაიონს ქლაბს ინთერნეიშენელის“ მიერ, ხოლო საქართველოს 6 რეგიონში მას ახორცილებენ ორგანიზაციები: “ველფეარ ფუანდეიშენი“ და „ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა – საქართველო“.
პროექტის მიზანია დიაბეტის ადრეული დიაგნოსტიკისა და პაციენტზე ზრუნვის გაუმჯობესების ხელშეწყობა
პროექტის ამოცანებია:
ამოცანა 1: დიაბეტის ეროვნული რეგისტრის შექმნა საქართველოში;
ამოცანა 2: საქართველოს 6 რეგიონში დიაბეტური რეტინოპათიის მქონე პაციენტების დახმარება პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკის, ხარისხიანი მკურნალობისა და ცნობიერების ამაღლების გზით; შედეგად მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის შემთხვევათა რიცხვის შემცირება;
ამოცანა 3: ოფთალმოლოგების, ენდოკრინოლოგების და ზოგადი პრაქტიკის ექიმების სწავლება დიაბეტური რეტინოპათიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომების შესახებ;
ამოცანა 4: პროექტით მიღწეული შედეგების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, სამიზნე რეგიონებში დიაბეტის მქონე პაციენტთა ორგანიზაციების / პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფების ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება (მათი ტექნიკური, ადვოკაციის, ფანდრაიზინგის უნარების და ორგანიზაციული
რესურსის განვითარება);
ამოცანა 5: 30 საადვოკაციო და მედია კამპანიის განხორციელება, დიაბეტის გართულებების ადრეული პრევენციისა და გაუმჯობესებული მართვის უზრუნველსაყოფად და აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
სიმონ გაბრიჭიძე ტელ: 2912699, მობ: 599 969463
ელ. ფოსტა gabri t chidze s @ gmail. com
ნინო კარანაძე ტელ: 2240114, მობ: 599 763878
ელ. ფოსტა nino.karanadze@hotmail.com