“თანაზიარი” და კოვიდპანდემია


  • რეაბილიატაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრითანაზიარი“, პანდემიის პირობებში, დისტანციურად მუშაობს,- სათაო ოფისი, რეაბილიტაციის ცენტრი და ხანდაზმულთა დღის ცენტრი დაკეტილია.

ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანი ხანდაზმულთა დღის ცენტრი გახდა, რადგან პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ვსტუმრობდით. ეს ის პერიოდი იყო, ცენტრის პროექტი მთავრდებოდა და ცენტრის ასაკოვანი წევრები განიცდიდნენ, მიუხედავად მუნიციპალიტეტის მერიის შეპირებისა, ვაითუ, შეწყდესო ცენტრის ფუნქციონირება.

 ხათუნა ბეჭვაია, “თანაზიარისხელმძღვანელი: “დიახ, ამ ეტაპზე, ხანდაზმულთა დღის ცენტრი დაკეტილია… ველოდებით ნებართვას გახსნაზე. მერიასთან სიტყვიერი შეთანხმა გვაქვს, რომ აუცილებლად გაგრძელდება პროგრამა, როგორც კი საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება. თანხაც ჩადებულია ბიუჯეტში პროგრამის გასაგრძელებლად. “თანაზიარი” იქნება პროგრამის ხელმძღვანელი, რომლისგან ამ კონკრეტულ სერვისს შეისყიდის მუნიციპალიტეტის მერია. პროგრამა იმ სახით რჩება, როგორც იყო, მას “თანაზიარის” თანამშრომლები განახორციელებენ. თუ მანამდე, პროგრამას, აფინანსებდა ASB, ახლა დააფინანსებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია”.

ხათუნა ბეჭვაია ამბობს, რომ პანდემიამ, არა მარტო ხანდაზმულთა დღის ცენტრის მუშაობა შეაფერხა, ზოგადად შეცვალა “თანაზიარის” საქმიანობა. პანდემიის გამო, ამერიკაში დაბრუნდა ორგანიზაციის მოხალისე ჰეტერ ლაენი, ის იყო მშვიდობის კორპუსის მოხალისე. ეს ადამიანი ორგანიზაციიის განვითარებაზე, გრანტების მოძიებაზე და ახალ პროგრამებზე მუშაობდა. ბენეფიციარებისთვის, რომლებთანაც ორგანიზაცია მუშაობდა: სოციალურად დაუცველები, ძალადობის მსხვერპლები, ყოფილი პატიმრები და შშმ პირები, მოხალისეს ჰქონდა გაკეთებული პროექტები და დონორებთან მიმოწერა იმისათვის, რომ ეს პროექტები დაფინანსებულიყო. სამწუხაროდ, განვითარებული მოვლენების გამო, მოხდა მისი გაწვევა ამერიკაში, რამაც გამოიწვია ჩვენი ორგანიზაციის მიზნების სერიოზული ცვლილება. მოხალისე ორგანიზაციაში უნდა დარჩენილიყო მომავალი ერთი წლის განმავლობაში”.

“თანაზიარის” ხელმძღვანელი განმარტავს, რომ პანდემიის გამო, დროებით დაიხურა, თბილისის ქუჩაზე, არსებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრიც. შეჩერდა შშმ პირების რეაბილიტაცია და სპეციალისტები  ონლაინ რეჟიმში მუშაობენ ბენეფიციარებთან. თანამშრომლები სახლში ელოდებიან სამსახურის დაწყებას რადგან ონლაინ ყველა პაციენტი ვერ ახერხებს ინფორმაციის მიღებას.”

მიუხედავად, ორგანიზაციის საქმიანობის ასეთი მტკივნეული შეფერხებებისა, ხათუნა ბეჭვაია ამბობს, რომ “თანაზიარმა” მაინც შესძლო კოვიდ პანდემიით გამოწვეული საფრთხეებისა და პრობლემების პრევენციისთვის, “საქართველოს ქალთა ფონდის დაფინანსებით”, განეხორციელებინა პროექტი, რომლის ფარგლებში, მარტოხელა და ხანდაზმულ ქალებს გადაეცა პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები, პროდუქტები და წამლები (წამლები, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იქნა შეძენილი). მსგავსი დახმარება  მიიღო 30-მა ქალმა, ხოლო  50 ორსულ ქალს გაეწია კონსულტაცია ვირუსთან დაკავშირებით, თუ რა სამედიცინო სერვისების მიღება შეეძლოთ და რა უსაფრთხოების ნორმები უნდა დაეცვათ პანდემიის პერიოდში ორსულებს.

პანდემიის პერიოდში, მუშაობა არ შეუწყვეტია სამედიცინო ცენტრ “თანაზიარს”.  “როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ბევრი სამედიცინო ცენტრი დაიხურა, მუშაობის უფლებას არ აძლევდნენ, პაციენტების გეგმიური მომსახურება  არ ხდებოდა. ჩვენს კლინიკაში არის ონკოლოგიური,  დედათა და ბავშვთა პროგრამა,  გადაუდებელი მომსახურების პროგრამა. ამიტომ “თანაზიარი” მაშინაც კი, როდესაც ტრანსპორტი არ მოძრაობდა და სხვა სამედიცინო ცენტრები არ მუშაობდნენ “თანაზიარი” ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდა და ახლაც აგრძელებს პაციენტების მიღებას უსაფრთხოების ნორმების დაცვით”,-გვითხრა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!