გერმანიის პრეზიდენტი – მოვუწოდებ ბელარუს სამხედროებს, არ გამოიყენონ ძალა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ


  • გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ბელარუს სამხედროებს მოუწოდებს, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენონ.

„მოვუწოდებ ბელარუსელ სამხედროებს, არ ჩაიდინონ ცოდვა საკუთარი ხალხის წინაშე“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

გერმანიის პრეზიდენტმა, ასევე განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია დემონსტრანტების სიმამაცით. შტაინმაიერმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მოუწოდა, დაიწყოს დიალოგი აქციის მონაწილეებთან.

„ბელარუსი ხალხი სოლიდარობასა და მხარდაჭერას იმსახურებს,“- აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

7 − six =

Akismet ანტისპამი