- სამეფო ოჯახის ოფიციალურ ვებ გვერდზე, გახსნილია ელექტრონული სამძიმრის წიგნი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება სამძიმრის გამოხატვა: https://www.royal.uk/send-message-condolence. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამძიმრის წიგნი გაიხსნება თბილისში, ბრიტანეთის საელჩოში (კრწანისის ქ.51), სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გამოხატონ სამძიმარი,12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით 10:00 – 13:00 საათებში.
საელჩოში მისვლის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და რაც შეიძლება ნაკლები პირადი ნივთი (მაგ. მხოლოდ ერთი ჩანთა).
დაუშვებელია საელჩოში ფოტოს ან ვიდეოს გადაღება.
ინფორმაციისთვის: 8 სექტემბერს ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, დედოფლის გარდაცვალების შესახებ.