დღეს, დედა ენის დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ, ოფიციალურად გახსნა მოსწავლე-ახალგაზრდობის დღეები, რომელიც ივნისამდე გაგრძელდება და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას შესთავაზებს საზოგადოებას.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ ქალაქ ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები.