დასავლეთ საქართველოში 13 გრადუსამდე დათბება


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-17 თებერვალს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს.

ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსი იქნება. 14 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში 14-16 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 × 4 =

Akismet ანტისპამი