დავით (დათიკო) შეროზიას გახსენება


  • დავით (დათიკო) შეროზია ყველასათვის საყვარელი პიროვნება იყო. ყველას ჭირისა და ლხინის გამზიარებელი, სამაგალითო მეოჯახე, მეგობარი, სახალხო მეურნეობის თვალსაჩინო მუშაკი, სოფლის წამყვანი მესიმინდე, რისთვისაც მიიღო სოციალისტური შრომის გმირის წოდება.

ბატონი დავითი (დათიკო) საქმისათვის თავდადებული პიროვნება გახლდათ. მან ღირსეულად გაიარა ცხოვრების გზა. ყველგან სარგებლობდა კარგი სახელით და ავტორიტეტით. იგი წლების მანძილზე იყო, ახალსოფლის ყოფილი კოლმეურნეობის გამგეობის წევრი. ბატონი დავითი საამაყო იყო ოჯახითაც. მეუღლე აწგარდაცვლილი მერი ჩიკვატია პედაგოგი იყო. მრავალი თაობის აღმზრდელი და დამკვალიანებელი.

წელს, ბატონი დავითი 100 წლის გახდებოდა. მამის საქმეებს, ტრადიციებს ღირსეულად უძღვება შვილი გოგა შეროზია, მეუღლესთან, ქალბატონ ქეთინო გულორდავასთან ერთად. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი დავით (დათიკო ) შეროზიას ალალი სული.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!