გურამ ვეკუა ევროპის ვიცე-ჩემპიონია


  • ზუგდიდელი ძალოსანი გურამ ვეკუა ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ძალოსანმა 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, ალბანეთში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით გურამ ვეკუამ იასპარეზა.

ძალოსანმა ატაცში 160 / 165 / 168 კილოგრამი დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

ვეკუამ აკვრაში დაძლეული 202 / 211 კილოგრამით კვლავ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 379 კილოგრამით ბრინჯაოს პრიზიორია.



კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 + 9 =

Akismet ანტისპამი