გუბერნატორი: ინფიცირებულთან კავშირში მყოფი 3 მოქალაქის ანალიზები გადამოწმდება


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, მედიასთან, რეგიონში მიმდინარე საკითხებზე და კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოებზე ისაუბრა.

“ჯერჯერობით, გვყავს 2 ინფიცირებული, რომლებიც მკურნალობენ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. სამ ადამიანს, რომელსაც კავშირი ჰქონდა გამოვლენილ შემთხვევასთან, არ დაუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა მათი ანალიზები გაიგზავნება ხელახლა. ძალიან ბევრი კავშირი უფიქსირდება, როგორც პირველად ინფიცირებულს, ასევე ამ სამ ადამიანს, ამდენად, რისკი მაღალია და ამიტომაც გადამოწმებას საჭიროებს. ასევე გამოვლენილია კონტაქტის-კონტაქტები.

მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პოლიციას, განსაკუთრებით ბატონ ავთანდილ გალდავას – სამხარეო პოლიციის უფროსს და თითოეულ პოლიციელს, ძალიან სწრაფად და ოპერატიულად იმუშავეს და უმოკლეს დროში იქნა დაგენილი ყველა კონტაქტი, ვისთანაც ქონდა კავშირი, როგორც ინფიცირებულს, ასევე იმ სამ პიროვნებას, ვის ანალიზებსაც ვაგზავნით ხელახლა გამოკვლევაზე“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!