საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ზუგდიდში ოფიციალურად გახსნის სავაჭრო ცენტრს “რუხი მოლი”. გიორგი კვირიკაშვილი დაათვალიერებს რუხში მშენებარე კლინიკას, სტადიონს. “ზუგდიდელები.გე”-ს ინფორმაციით პრემიერი ესტუმრება შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტს და დაესწრება რამდენიმე სასწავლო პროგრამის პრეზენტაციას. სავარაუდოდ, პრემიერთან ერთად ზუგდიდში მთავრობის სხვა წევრებიც ჩამოვლენ.
გიორგი კვირიკაშვილი ხვალ “რუხი მოლს” გახსნის
