უხელფასო მუშები, წითლიძე და ორშაბათის მოლოდინი


დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ ქვაფენილებზე და ტროტუარებზე მომუშავე მუშებმა საპროტესტო აქცია განაახლეს. მუშები ითხოვენ,   შესრულებული სამუშაოებისთვის  კუთვნილი თანხის მიღებას. მათ პრეტენზიები აქვთ  ქუთაისურ კომპანია „ამისთნ’’. მუშები ამბობენ, რომ დღეს ამოიწურა ერთკვირიანი ვადა :“პასუხს არავინ გვაძლევს, თვითმართველობიდან ჩვენთან შესახვედრად არავინ მოსულა, დღე და ღამეებს ვათენებდით იმისათვის, რომ დროულად შეგვესრულებინა ჩვენი სამუშაოები. ყველას ოჯახები გვყავს სარჩენი და ჩვენს კუთვნილ თანხას ვითხოვთ. ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევში, ვაპირებთ, კარვების გაშლას მერიის წინ. ასევე, ქვაფენილების აყრას.ხვალ პრემიერ მინისტრი ჩამოდის და  ნახავს ქალაქის ცენტრში გაშლილ კარვებს. იქნებ  მაშინ მაინც მოგვაქციონ ყურადღება. მუშები ამბობენ, რომ პროკურატუარასაც მიმართავენ ამ საკითხზე.

მუშებთან  იმყოფებოდა  საკრებულოს წევრი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანი წითლიძე. დეპუტატის განცხადებით, “ერთკვირიანი ვადა ამოიწურა, შესაბამისად, ჩვენ კონკრეტული  პასუხი ვერ მივიღეთ ამ კომპანიისგან, როდის გადაუხდის  ხელფასს. ადგილობრივი  ხელისუფლება ამბობს, რომ მათი კომპეტენცია ამოიწურა, ამ ხალხმა არ იცის  რა უნდა ქნას, ჩვენ  ვითხოვეთ  შეხვედროდა ამ  ხალხს  მერი  და მერის მოადგილე, ჩვენ პასუხი არ გვჭირდება საკრებულოს თავმჯდომარისგან. ეს იყო მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, სადაც მათ ძალიან ბევრ შეკითხვაზე მოუწევთ პასუხების გაცემა, და თუ კონკრეტულად  რამდენიმე დღეში  ამ ხალხზე  არ გაიცემა ხელფასები,  მაშინ  ისინი იძულებულები იქნებიან  რომ მიმართონ  სხვა ზომებს. მე მათ გვერდით ვიქნები  და მოვუწოდებ ყველა შესაბამის ორგანოს დაინტერესდეს,  რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით.”

აქციის მსვლელობისას, მათთან ჩამოვიდა გუბერნატორის პრესსამსახური, რომელმაც მუშებს განუცხადა, გუბერნატორი მზადაა ოთხ მუშას შეხვდეს და მოისმინოს მათი პრობლემებიო, მაგრამ მუშებმა შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მათი თქმით, გუბერნატორთან შეხვედრას ყველა მუშა უნდა ესწრებოდეს.

მოგვიანებით, ანი წითლიძემ ამ თემასთან დაკავშირებით ასეთი განცხადება გაავრცელა: “დილის 11 საათიდან ვიდექით მუშებთან ერთად. მიუხედავად ჩემი არაერთგზის თხოვნისა მათთან სალაპარაკოდ არ ჩამოვიდა ვიცე მერი გულორდავა და არავინ მერიიდან. ერთადერთი საკრებულოდან ქვარაია ჩამოვიდა -ისიც წინასწარ ვიცოდით რას იტყოდა. შარშია ვიცით. თუმცა ყველაზე საინტერესო მერე მოხდა:) გუბერნატორმა შონიამ ჯერ 4 მუშის ამოსვლა ითხოვა შეხვედრაზე და როდესაც უარი მიიღო მუშებისგან ჩემს გარეშე შეხვედრაზე ასულიყვნენ -მას შემდეგ ჩამოვიდა მათთან გია გულორდავასთან ერთად, როდესაც მე და ჟურნალისტები აღარ ვიყავით:) (მანამდე მანქანიდან ჩამოსულს შევთავაზე ხალხს დალაპარკებოდა და მითხრა რომ ჩემთან სალაპარაკო არაფერი აქვს)) მართალია მე მაინც მივუსწარი შეხვედრას და ყურადღებით მოვუსმინე დანაპირებს:) როგორც გუბერნატორი მათ შეპირდა, ორშაბათს 11 საათზე ის შეხვედება მუშებს მათ შორის შესაბამის ძალოვან სტრუქტურებს და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას – და იკითხავს რა ხდება ამ საკითხზე. კი ბატონო დაველოდებით ორშაბათს:) აი ის ფანდი კი უჩემოდ რომ გეგმავთ ამ ხალხთან შეხვედრას ჩუმად გახმაურების გარეშე არ გაგივათ, არც ის გაგივათ მუშებს დააბრალოთ ეს ყველაფერი ხელშეკრულების გარეშე მუშაობდითო. – ყველამ იცოდით ეს ყველაფერი და პასუხისმგებლობის აღებაც ინებეთ.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!