ხმაურიანი “ახალი წესრიგი” ზუგდიდის ბაზარში


ამ წუთებში, ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეები, რომლებიც აპროტესტებენ ახალი, ტენდერში გამარჯვებული მეპატრონის წესებს და პირობებს,  მერიისკენ მიემართებიან. ისინი უარს აცხადებენ ხელი მოაწერონ იმ ხელშეკრულებას, რომელსაც “ლონდასტეს” წარმომადგენლობა სთავაზობთ.

თავად “ლონდასტეს” წარმომადგენელი არ საუბრობს ჟურნალისტებთან. უცხადებს უნდობლობას მათ “რამდენიც ველაპარაკეთ ჟურნალისტებს, იმდენჯერ დაამახინჯეს, ან სულაც არ გააშუქეს ჩვენი სათქმელი”.

ისევ ხმაურია ზუგდიდის ბაზარში-შპს „სუპერმარკეტში“.  იმ ფართზე, რომელიც ტენდერით მოიგო შპს “ლონდასტეს” მფლობელმა, მოვაჭრეებს საქონელი არ აქვთ გაშლილი. ისინი ახალი მეპატრონის პირობებს აპროტესტებენ. ბაზრის ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. ხმაურიანი დაპირისპირების დროს ცუდად გახდა ერთ-ერთი მოვაჭრე. რომელსაც დახმარება სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს. 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!