“გახდი საიდუმლო სანტა – 2023” წელს სამეგრელოც შეუერთდა


  • “გახდი საიდუმლო სანტა – 2023” წელს სამეგრელოც შეუერთდა. პროექტს ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბი, სოციალურად დაუცველი ბავშვების საახალწლო სურვილების ასასრულებლად უკვე მეშვიდე წელია ახორციელებს. კამპანიას წელს, ზუგდიდიდან “ახალგარდული სათათბირო“ შეუერთდა, რომელიც სამეგრელოს რეგიონში – მთავარ ორგანიზატორებთან კოორდინაციით უწევს ორგანიზებას.

პროექტის ძირითადი მიზანი და ამოცანა, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის შექმნა და მათი გახარებაა.

ზუგდიდის პროექტის კოორდინატორი, მარიამ თოდუა “ზუდიდელებთან” ამბობს: “ახალგაზრდული სათათბირო” შარშან ჩაერთო ამ პროექტში, თუმცა მაშინ დამოუკიდებლად არ დაგვიორგანიზებია ეს პროექტი. ჩვენგან მხოლოდ წერილების მიწოდება და ადგილზე საჩუქრების გადაცემა ხდებოდა. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო, ალბათ წინამოსამზადებელ პროცესადაც ჩაითვლება, რადგან წინა წლის გამოცდილებით, წელს დამოუკიდებლად ვაორგანიზებთ. ვაციფრულებთ წერილებს, ვქმნით მონაცემთა ბაზას, ვაზიარებთ წერილებს ჩვენს გვერდზე და შემდგომ ვახარისხებთ ასრულებულ და აუსრულებულ წერილებს. ზუგდიდში, პირველად ხორციელდება ეს პროექტი და დიდი სურვილი გვაქვს, რომ მომავალ წელს უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდეთ და პროექტს დაერქვას არა ზუგდიდის, არამედ “სამეგრელოს საიდუმლო სანტა”. “ახალგაზრდული სათათბიროს“ ჩართულობით, წელს, 80-ზე მეტი ბავშვის სურვილი ასრულებულია და კიდევ ველოდებით, სხვა წერილების ასრულებას. განახლებული მონაცემებით, 20 წერილია აუსრულებელი და ასევე 15-მდე ახალი წერილი აიტვირთება ჩვენს გვერდზე – Youth Council/ახალგაზრდული სათათბირო”.

საჩუქრების გადაცემის ცერემონიალი 26 დეკემბერს, “ზუგდიდი მოლში“ გაიმართება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!