გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გონიო-ანაკლიის აკვატორიაში კვლევებს ახორციელებენ


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, შავი ზღვის ეროვნული მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, გონიო-ანაკლიის აკვატორიაში საზღვაო ექსპედიცია განახორციელეს.

უწყების ცნობით, კვლევებით განისაზღვრება ზღვის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პარამეტრები, ასევე, პლანქტონური და ფსკერული ორგანიზმების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები.

“კვლევის საფუძველზე, შესაძლებელია ბუნებრივი და ადამიანის ჩარევით გამოწვეული ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ზღვის გარემოში მიმდინარე ეკოლოგიური ცვლილებების დროული გამოვლენა და შეფასება.

აღნიშნული კვლევები მიზნად ისახავს ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივისა (MSFD) და წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს და კონტინენტური შელფის გარემოს მდგომარეობის შეფასებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!