- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნარჩენების ღია წესით წვის დროს გამოიყოფა მომწამვლელი ნივთიერებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანთა ჯანმრთელობას.
უწყების ცნობით, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების – ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
“სხვა მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების, მათ შორის საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვაზე ჯარიმა 1500 ლარია.
სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.”-ნათქვამია ინფორმაციაში.
