გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას გათბობის უზრუნველსაყოფად ზამთრის პერიოდში ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2025-2026 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება


  • გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის რიგით 29-ე სხდომა გაიმართა. სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, რეგიონული განვითარების მინისტრმა, კახა გულედანმა და თანათავმჯდომარემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გახსნეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამყოფ ხაზთან მცხოვრებ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით გაეწიოს ფინანსური დახმარება და გაგრძელდეს სტუდენტების 2025-2026 სასწავლო წლის დაფინანსება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 × one =

Akismet ანტისპამი