გუბერნატორი ფაიფურის დასახლებას სტუმრობდა


სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ქალაქის მერთან და ვიცე-მერთან ერთად, ზუგდიდში ფაიფურის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდა. გუბერნატორმა დასახლებაში არსებული პრობლემები და საჭიროებები ადგილობრივებისგან მოისმინა. 

მოსახლეობამ მთავარ პრობლემად მრავალსართულიანი კორპუსის დაზიანებული სახურავი დაასახელა. ქალაქის მერის განცხადებით, კორპუსის გადახურვა მიმდინარე წლის სექტემბრამდე მოხდება. გუბერნატრთან და მერთან შეხვედრაზე მოსახლეობამ წყლის სისტემის და წყალარინების პრობლემებზე ისაუბრა. წყალმომარაგების ქსელის მშნებლობა ზუგდიდში უკვე მიმდინარეობს, წყალარინების პროექტის განხორციელება კი უახლოეს პერიოდში დაიწყება.„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ, ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება. ზუგდიდს არ ქონდა წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა და ეს პროექტი ახლა ხორციელდება, შენდება სათავე ნაგებობა, ხდება დაქსელვა ყველა ქუჩაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იწყება წყალარინების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობასა და 178 კმ-ი წყალარინების ქსელის მოწყობას. ის პრობლემები კი რაც თქვენ და ზუგდიდის თითოეულ მოსახლეს ათწლეულებია აწუხებს, საბოლოოდ მოგვარდება” – აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრაზე გუბერნატორმა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!