ბოტანიკურ ბაღში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო


  • ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში საგაზაფხული სამუშაოები დაიწყო. ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ “ზუგდიდელებთან” საუბარში განმარტა, რომ “ქვეყანაში განვითარებული საგანგებო მდგომარეობის გამო, ბოტანიკურ ბაღში თანამშრომლები მორიგეობით მუშაობენ. იცავენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს. ნელ-ნელა იხსნება შეზღუდვები. 10 მაისიდან რეკრეაციულ ზონებზეც მოიხსნება ეს შეზღუდვები და შესაბამისად, ვემზადებით ჩვენც ვიზიტორების მისაღებად”.

უშუალოდ, ბაღში მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოებზე, ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციის მართვის განყოფილების უფროსი ლარისა თირქია გვესაუბრა:

ლარისა თირქია: “დღეს, ბოტანიკურ ბაღში არსებული ძვირფასი და ეგზოტური მცენარეების აღწერა მიმდინარეობდა. დაიწყო საგაზაფხულო სამუშაოებიც. დაითესა რამდენიმე სახეობის ყვავილოვანი მცენარე, როგორც ერთწლოვანი, ორწლოვანი, ისე მრავალწლოვანი.  ბაღში ყვავილნარები და კლუმბებია გაკეთებული. ჩვენ ადრე, გაზაფხულზე, შემოვიტანეთ არაერთი სახეობის ყვავილოვანი მცენარე, დავრგეთ. ახლა მიმდინარეობს ზოგიერთი მათგანის თესლის აღება. ასევე, მიმდინარეობს ყვავილნარების, კლუმბების, რაბატების გაწმენდა სარეველებისგან.

ახლა მცენარეთა ვეგეტაციისთვის საუკეთესო პერიოდია და ვაწარმოებთ  დაკვირვებას. ვადგენთ მცენარეთა სხვადასხვა სახეობას. დავაკალმეთ რამდენიმე ბუჩქოვანი მცენარე. ასევე, ტარდება აგროტექნიკური ღონისძიებები. გარდა ამისა, ბაღის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მინდა გითხრათ, რომ ბოტანიკური ბაღი ახლა არის ულამაზესი,- ყველაფერი აბიბინებულია და გადამწვანებულია”.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო, 23 მარტს დაიხურა.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!