ერთჯერად ფულად დახმარებას 362 დევნილი მიიღებს, ქირით თანხას 150 დევნილი


  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ერთჯერად ფულად დახმარებას 362 დევნილს გაუწევს, ქირის თანხით კი 150 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს უზრუნველყოფს.

ამ მიმართულებით, მხოლოდ აპრილში, სააგენტოს ბიუჯეტიდან 62 250 ლარი გამოიყო. ერთჯერადი ფულადი დახმარება, სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გაიცემა.

“დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გაითვალისწინა ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა და ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადება კრიტერიუმების შესაბამისად დააკმაყოფილა. დევნილთა საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნით, ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”,-ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!