ბოტანიკური ბაღი ისტორიული ბაღების ევროპულ კვირეულს მასპინძლობს


  • ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დილიდან ისტორიული ბაღების ევროპულ კვირეულს მასპინძლობს.

ბაღში ყვავილების გამოფენა-გაყიდვა და ახალგაზრდა ზუგდიდელი მხატვრის ნინო ქირიას ნახატების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა დახატეს “ჩემი თვალით დანახული ბოტანიკური ბაღი”.

ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, გამოფენა-გაყიდვა სამუშაო კვირის ბოლომდე გაგრძელდება და ვიზიტორებს სასიამოვნო გარემოს შეუქმნის.

უწყების ცნობით, აღნიშნულო აქტივობები მნიშვნელოვანია, როგორც ბაღის პოპულარიზაციისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის სასაიმოვნო გარემოს შესაქმნელად.

ინფორმაციისთვის: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ევროპული ისტორიული ბაღების ასოციაციას 2022 წლიდან შეუერთდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!