ბიჭი გარდავას ხსოვნა


  • 20 სექტემბერი ბიჭი გარდავას ხსოვნის დღეა. ის უწესიერესი, უპატიოსნესი მშრომელი პიროვნება გახლდათ. 1964 წლიდან მუშაობდა ახალსოფლის საშუალო სკოლაში მნედ, ასევე მუშაობდა შრომის მასწავლებლად. სკოლაზე უზომოდ შეყვარებული იყო, უყვარდა მოსწავლეები და მათთვის ადამიანობის ეტალონი გახლდათ.

ბიჭი იყო ადამიანი, რომელსაც არ ეზარებოდა შრომა, თუ რამე დასჭირდებოდა სკოლას, მოსწავლეს, ან მასწავლებელს, ყოველთვის მზად იყო დახმარების ხელის გასაწვდენად. იყო უთბილესი მოსწავლეებთან და ისინიც პატივს სცემდნენ თავიანთ მასწავლებელს. უყვარდა სკოლის პედკოლექტივსაც მასთან ურთიერთობა, საუკეთესო მეგობარი გახლდათ.

ბიჭი გარდავა არაჩვეულებრივი მეუღლე, მამა და მოსიყვარულე ბაბუა იყო. სამი შვილი ჰყავდა, ორი გოგონა და ერთი ბიჭი. დიდი იყო შვილის, 24 წლის თენგიზის ტრაგიკულად და უდროოდ დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. განშორების სიცივე გულში მძიმე დარდად ჩაეღვარა, გაყინული ცრემლები, მოულოდნელი, ტრაგიკული შემთხვევისაგან ერთიანად შეძრული ოჯახი, ცრემლები ზღვად იქცა და ყველა სიტყვა გაუფერულდა. შვილის დაღუპვის შემდეგ არ გაუხარია. ასე დარდით და ტკივილით სავსე გულით დადიოდა და პატარა შვილიშვილებს ეალერსებოდა, – ისინი იყვნენ მისი ნუგეში.

შვილი აწგარდაცვლილი თენგიზ გარდავა

დღეს, მისი რძალი, ქალბატონი ნინო ფიფია, თავის ვაჟიშვილთან და მის ოჯახთან ერთად აგრძელებენ ბატონ ბიჭის ტრადიციებს. ხშირად დადიან სასაფლაოზე და ანთებენ მოსაგონარ სანთლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მამა-შვილის, ბიჭი და თენგიზის ალალი სული. მათი ხსოვნა და არ დავიწყება.

როზა როგავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!