მუზეუმში გამოფენა “ბერტა ფონ ზუტნერის დაბრუნება დადიანების სასახლეში” გაიხსნება


  • ავსტრიის საელჩო საქართველოში, მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის და დადიანების სასახლე, დღეს, 16:30 საათზე, უფლისწულის სასახლეში, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენა “ბერტა ფონ ზუტნერის დაბრუნება დადიანების სასახლეში” გაიხსნება.

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ავსტრიის საელჩო აქტიურად ჩაერთო ქართულ-ავსტრიული საერთო ისტორიის პატარა ასპექტის, ბერტა ფონ ზუტნერის ცხრაწლიანი საქართველოში ცხოვრების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პიონერი ავსტრიელი პაციფისტის ცხოვრება და მოღვაწეობა იმსახურებს აღნიშნული იყოს, მითუფრო ამ რთულ პერიოდში რეგიონისა და მსოფლიოსთვის. ავსტრიის საელჩომ საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოამზადა გამოფენა ბერტა ფონ ზუტნერის შესახებ, რომელმაც მოგზაურობა რამდენიმე წლის წინ ზუგდიდიან დაიწყო და ამ დროის განმავლობაში გამოფენილი იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: თბილისი, თელავი, ყვარელი, დუისი, ბოლნისი, ქუთაისი, ბათუმი, ონი, ახალციხე და მესტია. როგორც გამოფენის საბოლოო მოგზაურობა, გვსურს ბერტა ფონ ზუტნერის დაბრუნება დადიანების სასახლეში. გარდა ამისა, გამოფენის გადაცემა დადიანების სასახლისთვის, არის მადლიერების გამოხატვის მცდელობა იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც დადიანების ოჯახმა შეასრულა ბერტა ფონ ზუტნერის ცხოვრებაში.”-აღნიშნულია დადიანების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!