ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აკ.წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკაში გრძელდება პროექტი ,,ზღაპრის საათი”. დღეს, ბიბლიოთეკის ბავშვთა ოთახს კახათის საბავშვო ბაღის ,,რწმენა” აღსაზრდელები სტუმრობდნენ. პატარებმა ნახეს მულტფილმები ქართული ზღაპრებისა ,,ნაცარქექია” და ,,კომბლე”.
შემდეგ ეს ზღაპრები პატარებს წაუკითხა ბიბლიოთეკის კლუბ ,, ცეროდენა”-ს ხელმძღვანელმა ა.ჩიქოვანმა, ბიბლიოგრაფები ქ.ქარდავა და კ.გურგულიანი ბავშვებს კითხვა- პასუხის მეშვეობით დაეხმარნენ წაკითხულის გააზრებაში. საბავშვო მუსიკის ფონზე ბავშვებმა იცეკვეს და იხალისეს. დასასრულს ბიბლიოთეკის დირექტორმა, მადონა მაქაცარიამ აღსაზრდელებს ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა.