ბერნის ბიბლიოთეკაში ქართული სექცია იხსნება


  • ბერნის ბიბლიოთეკაში ქართული სექცია იხსნება. ინფორმაციას შვეიცარიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, 14:00 სთ, ქ. ბერნში მცხოვრები თანამემამულეების ინიციტივით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის, ბერნის კანტონის განათლების განყოფილებისა, ბერნის ინტერკულტურული ბიბლიოთეკის და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქ. ბერნის კულტურათაშორის ბიბლიოთეკაში, Bern: Interkulturelle Bibliothek Zentrum5, Interbiblio, დაგეგმილია ქართული ბიბლიოთეკის სექციის გახსნა.

ღონისძიების ფარგლებში, ქ. ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკას გადაეცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ მოწოდებული  საბავშვო ქართული და უცხოური ლიტერატურა ქართულ ენაზე.

საწყის ეტაპზე, ქ. ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკაში, სპეციალურად გამოყოფილ ფართში, განთავსდება სამოცამდე ქართული წიგნი, ხოლო უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ქ. ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის უფრო ფართოდ წარმოჩენას ბერნის ბიბლიოთეკაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!