ბავშვთა კვებისთვის 30 ლარი, 26-ის ნაცვლად


განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა ნაწილი ქალაქის ბიუჯეტის პროექტში 4 მილიონ 164 ათასი ლარითაა დაფინანსებული. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საჯარო სკოლების დაფინანსება გასულ წელთან შედარებით 40 ათასი ლარით შემცირდა და ის შეადგენს 60 ათას ლარს.

ერთ-ერთი სკოლის დირექტორის აზრით, ქალაქის სკოლებისათვის ეს ძალიან მცირეა. საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელისათვის კი, მისი თქმით ცოტაა კი არა, ძალიან რთულია სკოლისთვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა, რადგან სკოლები ადგილობრივ თვითმმართველობას კი არა, სახელმწიფოს ეკუთვნის და მან უნდა უპატრონოს. ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტი კი, როგორც კახა ფარცვანიამ განაცხადა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებია, სადაც მომავალი წლიდან თითოეულ ბავშვზე კვებისათვის 26 ლარის ნაცვლად 30 ლარი გამოიყოფა ბიუჯეტიდან.

საკამათო გახდა შეხვედრაზე ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიისთვის, სპორტისთვის გამოყოფილი თანხები.

განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა ნაწილი ქალაქის ბიუჯეტის პროექტის მესამე შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურის და ჯანდაცვის საკითხების შემდეგ. ბიუჯეტის საბოლოო განხილვა შედგება 24 ნოემბერს.

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!